რობერტო მარტინესი ევრო-2020-ის 1/8-ფინალში პორტუგალიასთან სევილიაში გასამართ მატჩამდე გუნდი დიდ მღელვარებას და ენერგიას გრძნობს.
ესპანელმა სპეციალისტმა ამის შესახებ დღეს ჩასატარებელ თამაშამდე ისაუბრა, რომელიც თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
„ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. ჩემი ოჯახის წევრები ჩამოვლენ, რომლებისთვისაც აქ არავითარი შეზღუდვა არაა. ისინი ავტომანქანით ჩამოვლენ და მატჩს დაესრებიან. „წითელ ეშმაკებს“ უგულშემატკივრებენ, მაგრამ ესპანური აქცენტით.
ვარჯიშზე პენალტების დამუშავება შეუძლებელია. ჩვენ ჯერ კიდევ რუსეთში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პენალტისტების სია გვაქვს, მაგრამ მას მერე ის მუდმივად იცვლება.
ჩვენ მოტივირებულნი და კონცენტრირებულნი ვართ. ეს სწორედ ისაა, რისთვისაც ფეხბურთს ვთამაშობთ. გუნდში დიდ მღელვარებას და ენერგიას ვგრძნობ. პორტუგალია გუნდია, რომელიც ვითარებას მალე ეგუება.
მიუხედავად იმისა, ეს ღია მატჩი იქნება თუ ჩაკეტილი, ის მაინც მოედანზე განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული. მაგალითად, იქნება თუ არა სწრაფი გოლი?“ – იუწყება მარტინესის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.




