საფეხბურთო კლუბ „კლერმონი“ არსებობის ისტორიაში პირველად საფრანგეთის ლიგა 1-ში ითამაშებს.
კლერმონელებმა მიმდინარე სეზონში 38 მატჩში 72 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს, რაც მომავალ სეზონში უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობის გარანტიაა.
მანამდე, ამ გუნდის უმაღლესი მიღწევა 1946 წელს საფრანგეთის თასის 1/2-ფინალში გასვლა იყო.
აქვე გეტყვით, რომ „კლერმონი“ 1911 წელსაა დაარსებული.
ლიგა 1-ში დაწინაურდა „ტრუაც“, რომელმაც 77 ქულით ლიგა 2-ში პირველი პოზიცია მოიპოვა.
„ტულუზა“ 70 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა, რის წყალობით, „გრენობლსა“ და „პარიზს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო პლეი-ოფის მომგები ლიგა 1-ში მე-18 ადგილზე გასულ გუნდთან უმაღლესი დივიზიონის საგზურისთვის იბრძოლებს





