ჯეიმი ვარდის უნიკალური მიღწევა

0
86

„ლესტერის“ თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა.

„ლესტერმა“ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ლონდონის „ჩელსი“ 1:0 დაამარცხა და საპასტიო ტიტული არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა.

34 წლის ვარდი თასის გათამაშების ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერის მანძილზე ტურნირის ცამეტივე რაუნდში ითამაშა და ჯილდო მოიპოვა.

ის 2012 წლამდე, ვიდრე „ლესტერში“ გადავიდოდა, ქვედა ლიგების კლუბებში თამაშობდა: „სტოკსბრიჯ პარკ სტილზი“, „ჰალიფაქს თაუნი“ და „ფლიტვუდი“.

შესაბამისად, ინგლისელ ფორვარდს ასოციაციის თასის ადრეულ ეტაპებზე ასპარეზობა არაერთხელ მოუწია.

ვარდიმ „ლესტერში“ ყველა ტურნირზე 350 მატჩი ჩაატარა და 145 გოლი გაიტანა. მან ასოციაციის თასის გარდა, 2015-2016 წლების სეზონში პრემიერ ლიგა მოიგო და სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ვარდი გასულ სეზონში პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.