„ექსელსიორმა“, რომელშიც ირაკლი ეგოიანი გამოდის, ნიდერლანდების ერედივიზიონში ბოლო 5 თამაშიდან მე-4 წააგო, ხოლო ზედიზედ ჩატარებულ 6 შეხვედრიდან არცერთი მოუგია – 2 ფრე.
ამჯერად, როტერდამელებისთვის წარუმატებელი სტუმრად სიტარდის „ფორტუნასთან“ შეხვედრა აღმოჩნდა, რომლის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. მასპინძლებიდან თავი ძირითადი დროსთვის დამატებულ 1 წუთზე როდრიგო გუტმა გამოიჩინა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად მორიგი თამაში ჩაატარა და 68-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „ექსელსიორმა“ სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ნაჩვენები ცუდი შედეგის გამო 11 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე ჩამოქვეითდა.
ლაშა თაბაგარი





