მიმდინარე სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ მადრიდის „რეალმა“ მოიგო. ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილმა გუნდი სტუმრად „ბარსელონა“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა. „კამპ ნოუზე“ გაამრთული შეხვედრის გმირი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი კილიან მბაპე აღმოჩნდა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
შეხვედრის 41-ე წუთზე „ბარსას“ მცველმა ხერარდ მარტინმა უხერხულად მოიგერია ბურთი, რომელიც მბაპეს მოხვდა და კარში შევარდა – 0:1. 61-ე წუთზე მასპინძლებმა კუთხური ძალიან კარგად გაითამაშეს და პედრის საუცხოო პასის შემდეგ, რაფინიამ ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
87-ე წუთზე ჯუდ ბელინგემი მოედნის ცენტრში სამ ბარსელონელს შორის „დაბზრიალდა“ და ორიგინალური პასი მისცა კამავინგას, რომელმაც გიულერი მოძებნა, ხოლო თურქის გრძელი გადაცემის მერე, საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ფრანგმა კუბარსი ჩამოიშორა და პასი მბაპეს მისვა, რომლის დარტყმული ზუსტი აღმოჩნდა – 1:2.
მბაპემ 7 „ელ კლასიკოში“ 8 გოლი გაიტანა, რაც 21-ე საუკენეში საუკეთესო შედეგია – ლიონელ მესის ანგარიშზე 6 ბურთია. მან „რეალის“ და პსჟ-ს მაისურით „ბარსას“ კარი11 შეხვედრაში 14-ჯერ აიღო. 21-ე საუკენეში მასზე უკეთესი შედეგი კრიშტიანუ რონალდუს (34 მატჩში 20 გოლი) და ქარიმ ბენზემას (46 მატჩში 16 გოლი) აქვთ. ფრანგმა ფორვარდმა „რეალის“ მაისურით 100 გოლით 116 თამაშში შეაგდო. კილიანზე სწრაფად ასეთი შედეგი მხოლოდ პუშკაშმა (101 მატჩი), კრიშტიანუ რონალდუმ (105 მატჩი), ალფრედო დი სტეფანომ (114 მატჩი) და პაუნიომ (114 მატჩი) აჩვენეს.
პორტუგალიელმა მოურინიომ მწვრთნელის რანგში 6 მატჩი მოიგო, 6 ფრედ დაასრულდა და 6 წააგო.
ლა ლიგის ეგიდით განვლილი „ელ კლასიკო“ 193-ე იყო – „რეალმა“ 81 მოიგო, ხოლო „ბარსელონამ“ 77. საერთო ჯამში, გუნდები ოფიციალურ შეხვედრებში ერთმანეთს 265-ედ დაუპირისპირდნენ – მადრიდელებმა 107-ჯერ გაიმარჯვეს, ბარსელონელებმა კი – 106-ჯერ.
ლაშა თაბაგარი





