კიტეიშვილის გარეშე „შტურმი“ ვენაში დამარცხდა – მამაგეიშვილის ტაიმი

0
5

გრაცის „შტურმი“, რომელსაც ოთარ კიტეიშვილი წვივის კუნთის ტრავმის გამო ვერ ეხმარება, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში სტუმრად ვენის „რაპიდთან“ 1:3 დამარცხდა.
გრაცელების სასტარტოში არ იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიზო მამაგეიშვილი, რომელიც თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის მე-7 წუთზე მასპინძლები დემირმა დააწინაურა, ხოლო სამ წუთში ბეგანოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა. მე-17 წუთზე „რაპიდი“ წინ ტილიომ გაიყვანა. 86-ე წუთზე სტუმართა კარი დაჰლმა აიღო და ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა. 90-ე წუთზე გრაცელებს უხეშობისთვის ვალცი გაუძევეს. „შტურმს“ 8 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი