„ნოტინგემ ფორესტს“ მამარდაშვილის დამატება უნდა

0
2

„ნოტინგემ ფორესტს“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულიდან“ შეძენა სურს. thisisanfield.com-ის ინფორმაციით, ნოტინგემელებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ტრანსფერის გაფორმება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე – სამშაბათს საღამომდე უნდათ.
„ლივერპულის“ ხელმძღვანელები „ნოტინგემის“ სურვილის შესახებ ინფორმირებული არიან, მაგრამ მამარდაშვილის გასასხვისებლად შესაბამის წინადადებას ელოდებიან.
„ლივერპულმა“ მამარდაშვილი „ვალენსიადან“ 2024 წელს 35 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2030 წლამდე გაუფორმა.
2025-2026 წლების სეზონში მამარდაშვილმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში 20 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაუშვა – სამ შეხვედრაში კარი „მშრალად“ შეინახა.
ლაშა თაბაგარი