კონფერენს ლიგაში ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა

0
5

უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ თბილისის „დინამო“ ლუქსემბურგის „მონდორფს“ დაუპირისპირდება, ქუთაისის „ტორპედო“ – აზერბაიჯანის „ზირეს“, სადაც დავით ვოლკოვი და გიორგი პაპუნაშვილი გამოდიან, ხოლო გორის „დილა“ – სან მარინოს „ვირტუსს“.
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 9 ივლისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო -16 ივლისს.
„დინამო“ და „ტორპედო“ პირველ მატჩებს სტუმრად გამართავენ, ხოლო „დილა“ სახლში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი