„იბერიას“ ანდრეი დემჩენკო გაწვრთნის

0
3

თბილისის „იბერიას“ სათავეში ანდრეი დემჩენკო ჩაუდგა. 49 წლის უკრაინელმა სპეციალისტმა გუგა ნერგაძეს შეცვალა, რომელმაც „იბერია“ შარშან სეზონის მიწურულს ჩაიბარა და გააჩემპიონა.
დემჩენკო 2021-2023 წლებში გორის “დილას” ავარჯიშებდა და ორჯერ ბრინჯაოს მედლები მოაპოვებინა. მან 2023 წლის აგვისტოში ბათუმის „დინამო“ ჩაიბარა, რომელთან ერთად საქართველოს ჩემპიონის ოქროს მედლები მოიპოვა. „დინამოდან“ დათხოვნის შემდეგ, უკრაინელი ყაზახეთის „ჟენისში“ და აზერბაიჯანის „არაზ-ნახჩევანს“ ავარჯიშებდა.
„იბერია“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონეთის ტალინის „ფლორას“ დაუპირისპირდება. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 7-8 ივლისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 14-15 ივლისს. „იბერია“ პირველ თამაშს სტუმრად ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი