ზაქარია ბეგლარიშვილმა „ნომეს“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ესტონეთის ჩემპიონატში მე-11 გოლი გაიტანა.
32-ე ტურში „ნომემ“ თავის მოედანზე „კალიუ“ 3:0 დაამარცხა, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფი 36 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი 88-ე წუთზე შეცვალეს.
ბეგლარიშვილმა ანგარიში 23-ე წუთზე გახსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზუსტად დაარტყა. მან ამ სეზონში ერთი გოლი ესტონეთის თასზე მიითვალა. „ნომე“ 31 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა და თუ სეზონის ბოლოს იმავე პოზიციაზე დარჩა, მაშინ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გადათამაშებაში იასპარეზებს.
ლაშა თაბაგარი





