ლუის დე ლა ფუენტეს აზრით, მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის H ჯგუფის პირველ მატჩში მის შეგირდებს დებიუტანტუ კაბო-ვერდე აუცილებლად უნდა დაემარცხებინათ. ევროპის მოქმედი ჩემპიონის ესპანეთის თავკაცმა ამის შესახებ აფრიკელებთან 0:0 დასრულებული დაპირისპირების მერე განაცხადა.
„იმ საგოლე მომენტებიდან გამომდინარე, რომლებიც შევქმენით თამაში უნდა მოგვეგო, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში სინწვავე არ გვეყო. ახლა საუდის არაბეთთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ. აუცილებლად ყველაფერში უნდა მოვუმატოთ და რიტმი ავკრიბოთ. ჩვენი მიზანია, რომ ლამინ იამალს და ნიკო ვილიამსს წუთები თანდათან მივცეთ, რათა მათ თავდაჯერება შეიძინონ და სათამაშო რითმში ჩაჯდნენ. მომავალ შეხვედრებში ისინი მზად უკეთესად უნდა იყვნენ“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ფიფას ოფიციალური ვებგევრდი.
ცნობისთვის, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული ევროპის მოქმედ ჩემპიონს პირველ ტურში არ მოუგია. ბოლო გუნდი გერმანია იყო, რომელმაც 1998 წლის მუნდიალზე პირველ ტურში აშშ 2:0 დაამარცხა.
ლაშა თაბაგარი





