რუდია გარსიას აზრით, მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის G ჯგუფის პირველ ტურში ეგვიპტესთან 1:1 დასრულებულ მატჩში მნიშვნელოვანი იყო, რომ ბელგია თამაშში დარჩა.
„მსოფლიო ჩემპიონატის მსგავს ტურნირებში სასტარტო მატჩის ჩატარება ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით ეგვიპტის დონის ნაკრებთან, რომელიც აფრიკაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მნიშვნელოვანი იყო, რომ თამაშში დავრჩით.
ანგარიში შეცვლაზე შესული ფეხბურთელის წყალობით გავათანაბრეთ, რაც აჩვენებს, რომ განაცხადში მყოფი ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია. საუცხოო თამაში გამოვიდა ორი კარგი გუნდის შესრულებით“ – იუწყება ფრანგი სპეციალისტის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი,
განვლილი შეხვედრის 30-ე წუთზე ეგვიპტე შორი მანძილიდან დარტყმით აშრუმა დააწინაურა, ხოლო 66-ე წუთზე აფრიკელთა მცველმა ჰანუმ ავტოგოლი მიითვალა და ანგარიში გათანაბრდა.
ლაშა თაბაგარი





