შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის კენჭისყრა შედგა. შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდში, ჩვენი გუნდი, რომელსაც ზურაბ ხოზანიშვილი წვრთნის B ლიგაში იასპარეზებს, სადაც ბოსნია-ჰერცეგოვინას, დანიას და სან მარინოს დაუპირისპირდება.
B ლიგის მეორე ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში, 19-წლამდელთა ნაკრები A ლიგაში განაგრძობს ასპარეზობას. ნოემბერში გასამართი ჯგუფის მატჩების მასპინძელი ქვეყანა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო.
A ლიგაში 28 ნაკრები თამაშობს, რომლებიც 7 ჯგუფში გადანაწილდნენ – თითოეულში 4-4. ჯგუფებში საუკეთესო სამეულში მოხვედრილი გუნდები A ლიგაში რჩებიან, რათა მე-3 რაუნდში ითამაშონ, რომლის კენჭისყრა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს გაიმართება, ხოლო თამაშები გაზაფხულზე ჩატარდება.
B ლიგაში 26 გუნდია – 4 ჯგუფში 5-5 ნაკრები ითამაშებს, ხოლო 2 ჯგუფში – 3-3. ჯგუფების ყველა გამარჯვებულები A ლიგაში გადავლენ, რათა მე-3 რაუნდში ითამაშონ.
მე-3 რაუნდში გამოვლინდება 7 გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ტურნირის მასპინძელ ჩეხეთთან ერთად ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





