დავიდე ანჩელოტი „ლილის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, რის შესახებ ფრანგული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
კარლო ანჩელოტის შვილმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 36 წლის დავიდე შარშან ბრაზილიის „ბოტაფოგოს“ ავარჯიშებდა, რომელმაც ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და ლიბეტადორესის თასზე თამაშის უფლება მოიპოვა. მან „ბოტაფოფო“ დეკემბერში დატოვა.
მანამდე, უმცროსი ანჩელოტი მამას „ევერტონში“, „ნაპოლიში“, მიუნხენის „ბაიერნში“, მადრიდის „რეალში“ და პსჟ-ში ეხმარებოდა.
ლაშა თაბაგარი





