მერკვილაძის 22 ქულა „კორტრაიკთან“

0
2

ალექსანდრე მერკვილაძემ, რომელიც სეზონის დაწყბამდე ნიდერლანდების „გრონინგენს“ შეუერთდა, ბელგიის და ნიდერლანდების გაერთიანებულ საკალათბურთო ლიგაში პირველი შეხვედრა ჩაატარა.
„გრონინგენი“ ბელგიის „კორტრაიკს“ სტუმრად შეხვდა და 85:76 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მოედანზე 33:42 წუთი დაჰყო. მის ანგარიშზე 20 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრაა. მერკვილაძემ 9-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.
ლაშა თაბაგარი