„მონაკო“ ახალ მწვრთნელს ეძებს

0
1

სებასტიან პოკონიოლი „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაუშვეს, რის შესახებ ფრანგული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
38 წლის ბელგიელი სპეციალისტი „მონაკოს“ სათავეში გასული წლის ივნისში ჩაუდგა და გუნდმა 2025-2026 წლების სეზონში ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა. მონაკოელები მომავალ სეზონში კონფერენს ლიგაში თამაშებენ.
2024-2025 წლებში „სენ ჟილს“ ავარჯიშებდა, რომელსაც ბელგიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოაგებინა. მანამდე, ის ბელგიის ასაკობრივ ნაკრებებს წვრთნიდა,
ლაშა თაბაგარი