შენგელიას „დუბაის“ პირველი წაგება ევროლიგაში

0
3

„დუბაიმ“, რომელსაც სეზონის წინ თორნიკე შენგელია შეუერთდა, ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი თამაში წააგო. მე-3 ტურში „დუბაი“ სტუმრად „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდა და თურქებმა 76:66 გაიმარჯვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 14:20 წუთი ითამაშა. მან 4 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. შენგელიამ ერთი ორქულიანი ჩააგდო და 2-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა. მან 1 სამქულიანი გააფუჭა, ორჯერ ბურთი დაკარგა და 3-ჯერ დაჯარიმდა.
„დუბაი: 2 მოგებითა და 1 მარცხით 20-გუნდიან ევროლიგაში მე-8 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი