კვარაცხელია პსჟ-ს გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრაში დაეხმარა

0
3

პსჟ-მ 2025-2026 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემდეგ, გინესის რამდენიმე რეკორდი დაამყარა.
ამაში თავისი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთადერთი, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ 7 მატჩში საგოლე მოქმედება შეასრულა.
განვლილ სეზონში ყველაზე მეტი გადაცემა პსჟ-ს პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ვიტინიამ გააკეთა – 1602.
პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაში ერთი სეზონის განმავლობაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა – 45 („ბარსელონას“ მიერ 1999-2000 წლების სეზონის რეკორდი გაიმეორა).
ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა კვარაცხელიამ 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან მოედანზე 1141 წუთი გაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაში საერთო ჯამში 124,17 კილომეტრი დაფარა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე რომელიც განავითარა 33,7 კმ/სთ-ია.
ის განვლილ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მატჩის საუკეთესო მოთამაშე ოთხჯერ გახდა.  მან პლეი-ოფში 8-ჯერ ითამაშა და 7 გოლის (2 დუბლი) გატანის გარდა, 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ გათამაშებაში პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა.
ხვიჩამ, რომელიც პსჟ-ს 2025 წლის იანვარში შეუერთდა, გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი  და ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, ხოლო საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და საკონტინენთაშორისო თასი თითოჯერ მოიგო. მან ასევე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ ლონდონის „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი