ლაშა დვალმა, რომელიც სოფიის ცსკა 1948-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, ბულგარეთის ჩემპიონატში თავისი მეორე გოლი გაიტანა.
35-ე ტურში სოფიელებმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის წყალობით შინ უშუალო კონკურენტ „ლუდოგორეცს“ 1:0 აჯობეს. დვალმა შეუცვლელად ითამაშა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა მიიღო ბურთი, რომელიც კარში გადაგზავნა. მან მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 თამაშში თავი 2-ჯერ გამოიჩინა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ცსკა 1948 ოთხგუნდიან საჩემპიონო ჯგუფში 66 ქულით მეორე ადგილზეა და ბოლო ტურის წინ „ლუდოგორეცს“ 2 ქულით სჯობს. სოფიელებმა კონფერენს ლიგის საგზური გაინაღდეს და შანსი აქვთ ევროპა ლიგის საგზური მოიპოვონ. ჩემპიონი სოფიის „ლევსკი“ გახდა, რომელსაც დვალის გუნდი ბოლო ტურში შეხვდა.
ლაშა თაბაგარი





