კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით თბილისის „დინამომ“ თანაქალაქელი „იბერია“ მიიღო და ორბურთიანი სხვაობით აჯობა.
მატჩის 32-ე წუთზე დაახლოებით 25 მეტრიდან აბდულაე იოროს დარტყმული ლუქსემბურგელმა ვაჰგამლეიდ სელიმოვიჩმა დაბლოკა, ხოლო კოტდივუარელის განმეორებითი ცდის შემდეგ, ბურთი ჯერ გვერდით ძელს მოხვდა, რის შემდეგ თორნიკე მეგრელიშვილის ხელიდან კუთხურზე გადავიდა. სტანდარტულის შესრულების შემდეგ, „იბერიას“ ფეხბურთელის მოგერიებული ბურთი განელმა ბარნს ოსეიმ დაარტყა და გიორგი კუცია მოხვდა, მისი თანამემამულ დონკორის „გასროლილი“ კი ზედა ძელიდან კარში აღმოჩნდა – 1:0.
45-ე წუთზე პორტუგალიელმა როდრიგუ რამუშმა კუთხური ჩააწოდა და იორომ თავით მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. შესვენებამდე, ერთი ბურთის გაქვითვის შანსი ამირან ძაგანიას ჰქონდა, რომელსაც კარი გიორგი ლორიამ არ დაანება.
მეორე ტაიმში „დინამოში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის ხვიჩა კვარაცხელიას ძმის თორნიკეს დებიუტი დებიუტი შედგა. მატჩის მიწურულს გიორგი ხარაიშვილი შეტევის მარჯვენა ფრთაზე კოტდივუარელ ზოურის გაცდა და კარის წინ მარტო მდგომი ირაკლი სირბილაძე მოძებნა, რომელმაც მეგრელიშვილს ვერ აჯობა, მაგრამ ბურთი კვარაცხელიას გადააწოდა, რომლის დარტყმული კარის ბადეს გარედან მოხვდა.
გუგა ნერგაძის გაწვრთნილმა მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ ზედიზედ მეორე თამაში ვერ მოიგო და 24 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია. „დინამომ“ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიმარჯვა და საერთო ჯამში 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – 21 ქულით მეორეა.
ლაშა თაბაგარი





