ბათუმის „დინამომ“ ზედიზედ მესამედ მოიგო

0
5

ბათუმის „დინამომ“ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. მე-13 ტურში ბათუმელებმა ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლებს და მიუხედავად იმისა, რომ მარცხდებოდნენ, საბოლოოდ სამი ქულა აიღეს.
შეხვედრის 35-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ბექა შუბითიძეს პასი კარის წინ გახსნილ ირაკლი სიხარულიძეს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 0:1. მან საქართველოს ჩემპიონატში თავისი 133-ე გოლი გაიტანა.
49-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა თორნიკე კირკიტაძემ მარჯვენა ფლანგიდან კარში გაგზავნა ბურთი, რომელიც ლევან შოვნაძემ ცუდად მოიგერია, ხოლო ლუკა წულუკიძემ საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1.
83-ე წუთზე კირკიტაძე შეტევის მარჯვენა ფლანგზე გიორგი გეგიას გაცდა და საჯარიმოში ზუსტი პასი გაუკეთალევან ხოზრევანიძეს, რომლის თავურის შემდეგ, ბურთი ზედა ძელს მოხვდა, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა.
„დინამო“ 17 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, ხოლო ლადო ბურდულის გაწვრთნილი „მეშახტე“ 10 ქულით ბოლოა.
დინამო ბთ 2:1 მეშახტე 
წყალტუბოში გამართული მატჩი ადგილობრივ “სამგურალსა” და თბილისის “სპაერს” შორისუგოლოდ დასრულდა. სახიფათო მომენტები საკმაოდ ვნახეთ. ხშირად ერთვებოდნენ თამაშში მეკარეები, ლუკა კუტალაძე და ბუხუტი ფუტკარაძე.
გუნდები ცხრილში ერთმანეთის მეზობლებად დარჩნენ. ანზორ კიღრაძის გაწვრთნილი “სპაერი” 16 ქულით მეშვიდეზეა, ხოლო “სამგურალი”, რომელსაც გიორგი ონიანი თავკაცობს – მერვეზე. მათ შორის ერთი ქულაა სხვაობა. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 5-გოლიანი გამოდგა: მაშინ “სპაერმა” შინ 4:1 იმარჯვა.
კიდევ, სტატისტიკაზე: მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 65 მატჩია ჩატარებული და გასულია 151 გოლი. საშუალოდ, 2,3 გოლი ერთ შეხვედრაში.
დაძაბულობა არის: 65-დან 22 თამაში ფრედ დასრულდა, 27 შეხვედრაში კი მინიმალური სხვაობა ვნახეთ. მხოლოდ 16 მატჩში იყო ორი, ან მეტბურთიანი სხვაობა.
სამგურალი 0:0 სპაერი 

ლაშა თაბაგარი