„ტოტენჰემმა“ ტომას ფრანკი დაითხოვა

0
14

ლონდონის „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ტომას ფრანკი დაითხოვეს. დანიელი სპეციალისტი გუნდს 2025 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობდა და ლონდონელებმა მის სანაცვლოდ „12 მილიონი ევრო გადაუხადეს „ბრენტფორდს“, სადაც 2018 წლიდან მუშაობდა.
თუმცა, ფრანკმა იმედი ვერ გაამართლა, რადგან ლონდონელებმა მიმდინარე სეზონში 29 ქულა მოიპოვეს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე არიან. ამის ფონზე, „ტოტენჰემმა“ წარმატებით იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე და პირდაპირ 1/8-ფინალში გავიდა,
52 წლის ფრანკი ინგლისში გადაბარგებამდე, სამშობლოში დანიის 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებს, ასევე „ბრონდბიუს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი