დონეცკის „შახტარმა“, რომელშიც ქართველი ფეხბურთელებიდან მხოლოდ ირაკლი აზაროვი დარჩა, რადგან გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგში“ გადავიდა, ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი თამაში სტუმრად „პანათინაიკოსთან“ ჩაატარა.
ათენში გამართულმა შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 0:0. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი აზაროვი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 14 აგვისტოს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





