გუგეშაშვილის ოფიციალურ დებიუტი პაოკ-ში გადაიდო

0
8

პაოკ-მა, რომელსაც მიმდინარე ზაფხულში ლუკა გუგეშაშვილი შეუერთდა, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი თამაში შინ „ვოლფსბერგთან“ ჩაატარა, რომელიც 0:0 დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გუგეშაშვილი თადარიგში იყო და არ უთამაშია. „ვოლფსბერგში“ აღარ ირიცხება ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი, რომელმაც ავსტრიულ გუნდში განვლილი ორი სეზონი გაატარა. ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ავსტრიაში 14 აგვისტოს შედგება.
ლაშა თაბაგარი