საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ჩერნოგორიაში ადგილობრივ თანატოლებთან მეორე ამხანაგური თამაში ჩაატარა და ისევ დამარცხდა – 2:4. შეგახსენებთ, რომ ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი თამაში 1:2 წააგო.
მეორე სპარინგის პირველი ტაიმი ქართველმა 19-წლამდელებმა 0:3 წააგეს. მეორე ტაიმის დასაწყისში ჩერნოგორიელებმა ანგარიშში სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდეს. 55-ე წუთზე საქართველოს ნაკრებიდან თავი დანელიამ გამოიჩინა, ხოლო 88-ე წუთზე მეტოქის კარი გოგილაშვილმა აიღო.
19-წლამდელები მიმდინარე წლის 12-დან 18 ნოემბრამდე ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიაში ითამაშებენ, სადაც მასპინძლების გარდა, სერბეთსა და გიბრალტარს დაუპირისპირდებიან. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები 2026 წლის გაზაფხულზე ელიტ-რაუნდში იასპარეზებენ.
ლაშა თაბაგარი





