პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ლონდონის „არსენალთან“ გასამართი საპასუხო შეხვედრა ძალიან რთული იქნება. პარიზელთა ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ლონდონში ჩატარებული პირველი თამაშის 1:0 მოგების შემდეგ განაცხადა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასი უსმან დემბელეს გაუკეთა.
„ემოცია როდესაც პიკს აღწევს, თამაშის გაანალიზება რთულია. ვეცადეთ ჩვენი ფეხბურთი გვეჩვენებინა და პირველი გოლი გავიტანეთ. ზოგჯერ დიდ ხანს ველოდით და მეორე გოლის გატანაც შეგვეძლო. საპასუხო შეხვედრა ძალიან რთული იქნება.
განვლილი შეხვედრა შეგვიძლია რამდენიმე ნაწილად დავყოთ. ჩვენ კარგად დავიწყეთ და გოლმა თავდაჯერება შეგვმატა. მეორე ტაიმში ბევრი მომენტი შეიქმნა. „არსენალი“ უფრო ძლიერად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით „სტანდარტების“ გათამაშების დროს. შესაძლოა უფრო უკეთესიც ყოფილიყო ან უარესიც. საპასუხო მატჩს დაველოდოთ“ – იუწყება ლუის ენრიკეს ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის საპასუხო თამაშს პსჟ „არსენალთან“ 7 მაისს პარიზში „პარკ დე პრენსზე“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





