U21 | საქართველო V საბერძნეთი – 25 სექტემბრის განრიგი

0
8

საქართველოს 21 ფეხბურთელთა წლამდე ნაკრები, 26 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს შინ, საბერძნეთთნ მატჩით განაახლებს. ხოლო 1 და 6 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას და გერმანიას დაუპირისპირდება.
რამაზ სვანაძის გუნდი საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას სრული შემადგენლობით განაგრძობს. ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გუნდის მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია და ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში გაიმართება, რომელიც ტრადიციულად პირველი 15 წუთი პრესის აკრედიტებული წარმომადგენლებისთვის ღია იქნება.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ ჟილი, ბელგია).
მცველები: რატი გრიგალავა (სუდუვა, ლიეტუვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), მუხრან ბაგრატიონი (კაპფენბერგი, ავსტრია), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (რუსთავი).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (გაგრა), გიორგი რობაქიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა),  გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ალეკო ბასილაძე (სლოვან ლიბერეცი, ჩეხეთი).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (ნიუკასლ იუნაიტედი), ჰალიდ დოლტმურზიევი (დინამო თბილისი).
16:30 – რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია
17:00 – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიში

26 სექტემბერი – საქართველო V საბერძნეთი | მიხეილ მესხი
1 ოქტომბერი – ჩრ. ირლანდია V საქართველო | შოუგრაუნდსი – ბალიმენა | 20:00
6 ოქტომბერი – გერმანია V საქართველო | შიუკო არენა – ბილეფელდი | 22:45
ლაშა თაბაგარი