ცოტნე კაპანაძემ ზამთარში „დუნაისკ სტრედაში“ გადასვლის შემდეგ, სლოვაკეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
საჩემპიონო ჯგუფის მე-2 ტურში „დუნაისკა სტრედამ“ „ჟილინას“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
ქართველი მარჯვენა მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-40 წუთზე შეტევაში ჩართული მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, ხოლო თანაგუნდელის პასის მერე, მარჯვენა მახვილი კუთხიდან გაიტანა. მან წინა ტურში საგოლე პასიც მიითვალა. კაპანაძე 83-ე წუთზე შეცვალეს.
„დუნაისკა სტრედა“ 36 ქულით საჩემპიონო ჯგუფის 6 გუნდს შორის მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





