გიორგი ქვილითაიამ „არისის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში თავისი მე-8 გოლი გაიტანა.
საჩემპიონო ჯგუფის პირველ ტურში ლიამოსელელებმა აპოელს უმასპინძლეს და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის წყალობით დაამარცხეს. სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ქვილითაიამ მე-15 წუთზე ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და მას მერე რაც მცველს აჯობა, კარში ზუსტად დაარტყა. ის 64-ე წუთზე შეცვალეს. აპოელის სასტარტოში ვერ მოხვდა ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი ლაშა დვალი, რომელიც თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო.
„არისი“ 64 ქულით 6-გუნდიან საჩემპიონო ჯგუფში პირველ ადგილზეა, ხოლო აპოელი 43 ქულით მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი
