ლობჟანიძის მეორე საგოლე გადაცემა ახალ გუნდში

0
2

საბა ლობჟანიძემ „რეალ სოლტ ლეიკში“ გადასვლის შემდეგ, MLS-ში მესამე მატჩი ჩაატარა და თავის ანგარიშზე მეორე საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
„რეალ სოლტ ლეიკი“ გასვლაზე „სენტ ლუის სიტის“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. მან მე-60 წუთზე ქუსლით პასი სოლანსს გაუკეთა, რომელიც მეკარესთან ერთ-ერთზე გავიდა და ანგარიში გახსნა. მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 73-ე წუთზე ჰარტელმა გაიტანა.
„რეალ სოლტ ლეიკი“ 27 ქულით 15-გუნდიან დასავლეთ კონფერენციაში მე-5 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი