ბუდაპეშტის მტკ, რომელშიც ირაკლი ბერიაშვილი გამოდის, უნგრეთის ჩემპიონატის მე-2 ტურში სტუმრად „ჰონვედს“ შეხვდა და უხვგოლიან მატჩში გუნდებმა ქულები გაიყვეს – 3:3.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მტკ შეხვედრის მსვლელობისას ორჯერ აგებდა და ქულა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე გადაარჩინა.
. ბერიაშვილი მტკ-ში მესამე სეზონია გამოდის და სასტარტო შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობს. მას ჩვენს ეროვნულ გუნდში მიმდინარე წლის 26 მარტს თბილისში ისრაელთან 2:2 დასრულებულ ამხანაგურ მატჩში ჰქონდა და სულ ოთხი შეხვედრა ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი





