„ვალენსია“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურში სტუმრად „ჟირონას“ დაუპირისპიდა და ქულა აიღო – 1:1. „ღამურებმა“ რომ მატჩი არ წააგეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის დიდი დამსახურებაა, რომელმაც ორ ეპიზოდში ურთულესი ბურთი მოიგერია.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, „ვალენსიადან“ 58-ე წუთზე ანგარიში დიეგო ლოპესმა გახსნა, ხოლო სტუმრებიდან 64-ე წუთზე თავი ვეტერანმა ურუგვაელმა ფორვარდმა სტუანიმ გამოიჩინა. შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი 27-ე ტურში საუკეთესო მეკარედ აღიარეს.
„ვალენსიამ“ ზედიზედ 3 თამაში არ წააგო (ერთი გამარჯვება და ორი ფრე) და 28 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





