გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი და გიზო მამაგეიშვილი გამოდიან, ავსტრიის ბუნდესლიგის პირველ ტურში სტუმრად „ტიროლს“ შეხვდა და ქულა აიღო – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველებიდან მხოლოდ მამაგეიშვილმა ითამაშა, რომელიც შეცვლაზე 72-ე წუთზე შევიდა. კიტეიშვილი განაცხადში არ იყო, რადგან წვივის ტრავმა აქვს.
გრაცელებიდან ანგარიში 29-ე წუთე ვლოდარჩუკმა გახსნა, ხოლო 42-ე წუთზე მასპინძლებიდან საპასუხო ბურთო ოლაკიგბემ გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





