მექვაბიშვილის გუნდის მოგებათა სერია შეწყდა

0
23

ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატიას“ გამარჯვებათა სერია რუმინეთის უმაღლეს დივიზიონში შეწყდა. ზედიზედ ოთხი თამაშის მოგების შემდეგ, კრაიოველებმა 28-ე ტურში სტუმრად „ბოტოშანთან“ მხოლოდ ქულა აიღეს – 2:2. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. ცნობისთვის, „უნივერსიტატია“ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთამდე თამაშს იგებდა, მაგრამ ანგარიში ვერ შეინარჩუნა. კრაიოველები 49 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზე არიან.
სლოვაკეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში „დუნაისკა სტრედა“ გასვლაზე „ჟილინას“ დაუზავდა – 1:1. სტუმრებში ქართველმა მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ მოედანზე ორი ტაიმი გაატარა. „ჟილინას“ გაანცხადში უკანახაზელი ალექსანდრე ნარიმანიძე იყო, რომელსაც არ უთამაშია. „ჟილინა“ 42 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა, ხოლო „დუნაისკა სტრედა“ 29 ქულით მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი