უნგრეთში „ქართული“ დერბი უგოლოდ დასრულდა

0
5

უნგრეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში „ქართული“ დერბი შედგა – საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტნის ნიკა კვეკვესკირის „ნიდერჰაზამ“ მიიღო „უიპეშტი“, სადაც დავით კობოური და გიორგი ბერიძე გამოდიან.
გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ, ხოლო ქართველ ლეგიონერებიდან სასტარტოში კვეკვესკირმა და კობოურმა ითამაშეს – პირველი 41-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე 64-ეზე. ბერიძე თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო. „უიპეშტი“ 29 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
შვეიცარიის სუპერლიგის 25-ე ტურში „ბაზელი“, რომელშიც გაბრიელ სიგუა ირიცხება გასვლაზე „სენტ გალენს“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო. „ბაზელი“ 42 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი