გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ მაისურით ინგლისის ჩემპიონშიფში თავისი მე-6 გოლი მიითვალა.
34-ე ტურში „უოტფორდი“ შინ „ლუტონს“ შეხვდა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 78-ე წუთზე შეცვალეს. ის თავის გუნდში ყველაზე გამორჩეული იყო და „უოტფორდის“ წარმატებასი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
მე-11 წუთზე ანგარიში დელე-ბაშირუმ გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. 23-ე წუთზე ჩაკვეტაძემ თითქმის მოედნის ცენტრიდან წამოიღო ბურთი და მასპინძლების საჯარიმოში შეჭრილი ერთ მცველს გაცდა, რის შემდეგ ზუსტი პასი მისცა კარის წინ მდგომ კაიემბეს, რომელსაც გატანა არ გაჭირვებია. მან ამ სეზონში 6 საგოლე პასის გაკეთების გარდა, მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
„უოტფორდი“ 48 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





