ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით თბილისის „იბერიამ“ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ჩრდილოეთ მაკრედონიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან გუნდ „ვარდარს“ დაუპრისპირდა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. შეგახსენებთ, რომ „იბერიამ“ პირველი სპარინგში თურქეთში კოსოვოს დრიტასთან 1:1 დაასრულა. სამწუხაროდ, იმ შეხვედრის მსგავსად თბილისელთა პრესამსახურის გუნდის შემადგენლობისა და მატჩის მსვლელობის შესახებ არც ამჯერად იუწყება რამეს. მომდევნო თამაშს კორღალიძის გუნდი 29 იანვარს ბულგარეთის „კრუშოვგრადთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





