„გრანადამ“, რომლის ღირსებას გიორგი წიტაიშვილი იცავს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 24-ე ტურში ხიხონის „სპორტინგი’ მიიღო და 3:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლები 28-ე წუთზე ბოიემ დააწინაურა, რომელმაც პენალტი გაიტანა. 67-ე წუთზე სტუმართა კარი ჰონგლამ აიღო, ხოლო 83-ე წუთზე ოტერომ ერთი ბურთი გაქვითა. 90-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი მანუ ლამამ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „გრანადა“ 27 ქულით 22-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
იტალიის სერია B-ს 23-ე ტურში „სალერნიტანა“ გასვლაზე სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფმ „პიზას“ დაუპირისპირდა და 0:1 წააგო. დამარცხებულებში ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 22-ე წუთზე გააფრთხილეს. „სალერნიტანა“ 21 ქულით 20-გუნდში მე-19 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი
