ლორიამ დვალის გუნდისგან 7 გოლი გაუშვა

0
60

გიორგი ლორიამ თავის კვიპროსულ კარიერაში ყველაზე მეტი გოლი მე-20 ტურში სტუმრად აპოელთან მატჩში გაუშვა, რომელშიც ლაშა დვალი გამოდის.
არადიპოუს „ომონია“, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეკარე თამაშობს 0:7 დამარცხდა. აპოელში ჩვენი ეროვნული გუნდის უკანახაზელმა დვალმა შეუცვლელად იასპარეზა.
აპოელმა პირველ ტაიმში მეტოქის კარი 3-ჯერ აიღო და აქედან ერთი ბურთი თავის კარში „ომონიას“ ფეხბურთელმა გაიტანა. შესვენების შემდეგ, ლორიას თავის კარიდან ბურთი გამოტანა კიდევ 4-ჯერ მოუწია.
მოქმედი ჩემპიონი აპოელი 35 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა, ხოლო არადიპოუელები 19 ქულით მე-11 პოზიციაზეა არიან.
ლაშა თაბაგარი