გიორგი მამარდაშვილს ესპანურ “ვალენსიაში” გადასვლის შემდეგ, ყველაზე კოშმარული დღე კვირასდ ლა ლიგის 21-ე ტურში სტუმრად “ბარსელონასთან” გაამრთულ მატჩში ჰქონდა. მასპინძლებმა 7:1 გაიმარჯვეს და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს “ღამურების” მაისურით მანამდე ამდენი გოლი არ გაუშვია.
მამარდაშვილის კარი პირველად მე-3 წუთზე ფრენკი დე იონგმა აიღო, ხოლო 5 წუთში ფრენა ტორესმა ანგარიში ორამდე გაზარდა. მე-14 წუთზე სტუმრები რაფინიამ დაამწუხრა, რასაც 24-ე წუთზე ფერმინ ლოპესის გოლი მოჰყვა, რომელმაც პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე დუბლი შეასრულა. 51-ე წუთზე სტუმრებიდან ერთი ბურთი უგო დურომ გაქვითა.
66-ე წუთზე მამარდაშვილს „ბარსელონადან“ რობერ ლევანდოვსკიმ გაუტანა. თითქოს „ვალენსიას“ პრობლემები ისედაც არ აკლდა და 75-ე წუთზე ოსკარ ტარეგამ ავტოგოლი მიითვალა. „ვალენსია“ 16 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





