მიქაუტაძის „ლიონმა“ ისევ ვერ მოიგო

0
51

„ლიონმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო. მე-19 ტურში ლიონელები გასვლაზე „ნანტს“ დაუპირისპირდნენ და გამარჯვება ხელიდან 90-ე წუთზე გაუშვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 64-ე წუტზე ალექსანდერ ლაკაზეტის ნაცვლად ჩაერთო.
„ლიონი“ მე-10 წუთზე ნუამამ დააწინაურა, ხოლო ძირითადი დროის ბოლო წუთზე მასპინძლებიდან თავი მოსტავა მოჰამედმა გამოიჩინა.
მიჯრით ერთი წაგებისა და  ორი ფრეს შემდეგ, „ლიონს“ 30 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი