ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ისევ ვერ მოიგო

0
43

„ლევანტემ“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო. ამჯერად, ვალენსიელები სტუმრად „ალბასეტეს“ შეხვდნენ და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და არ შეუცვლიათ. 43-ე წუთზე მას გოლის გატანის შანსი ჰქონდა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ძლიერად დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. ბოლო სამ მატჩში ერთი წაგებისა და მიჯრით ორი ფრის შემდეგ, „ლევანტე“ 31 ქულით 22 გუნდში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი