ფუტსალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავთანდილ ასათიანის ხელმძღვანელობით ევრო 2026-ის შესარჩევი ციკლის ძირითად რაუნდში მეორე თამაში სტუმრად საფრანგეთთან ჩაატარა და 2:5 დამარცხდა. ორლეანში ჩატარებულ დაპირისპირებაში მასპინძლებს ორი ტაიმის განმავლობაში დიდი უპირატესობა ჰქონდათ და ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშიც ლოგიკურია.
ფრანგები მე-10 წუთზე მუჰუდინიმ დააწინაურა, როდესაც საჯარიმოს დარტყმის კარგად გათამაშების შემდეგ ქუსლით ბურთი კარში გადაგზავნა. მე-15 წუთზე საქართველოს ნაკრების კარი გირიომ აიღო და მასპინძლებმა ტაიმი 2:0 მოიგეს.
23-ე წუთზე მუჰუდინიმ ჩვენს ნახევარზე “კედელი” მოჰამადისთან გაითამაშა და ძლიერი დარტყმით თორნიკე ბუკიაშ შანსი არ დაუტოვა – ბურთი ზედა ძელს მოხვა და კარშ შევარდა. 25-ე წუთზე ბუიტამ საშუალო მანძილიდან “გაისროლა” და თავისი გუნდი კიდევ უფრო წინ გაიყვანა. მან სამ წუთში დუბლი მიითალა – 5:0.
31-ე წუთზე გიორგი ღავთაძემ ფრანგების ნახევარზე ორი მეტოქე ჩამოიცილა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. მატში წერტილი ნიკა გაბრიჩიძემ დასვა, რომელმაც ნაკრების მაისურით ოფიციალურ შეხვედრაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მე-10 ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის, ბულგარეთმა კოსოვო 6:2 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ასათიანის შეგირდებმა პირველ ტურში კოსოვოს 3:1 აჯობეს.
საქართველოს ნაკრების ევროშესარჩევში მომდევნო მატჩს 2025 წლის 31 იანვარს შინ ჩაატარებს, ხოლო 4 თებერვლს სტუმრად შეხვდება. ორი ტურის შემდეგ ჯგუფს 6 ქულით საფრანგეთი ლიდერობს, ხოლო საქართველო 3 ქულით მეორეა.
ევროპის ჩემპიონატის საგზურს ძირითადი რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, ფინალურ ეტაპზე გასასვლელად ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს.
მატჩის ოქმი –საფრანგეთი 5:2 საქართველო
ლაშა თაბაგარი
