„:რიგასი“, რომელშიც ლაშა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე თამაშობენ, ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მე-6 ტურში გასვლაზე თელ-ავივის „მაკაბის“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
ლატვიური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი ოდიშარია მოხვდა. მან 68-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 77-ეზე შეცვალეს. შუახაზელი სილაგაძე მოედანზე 89-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.
მასპინძლები მე-16 წუთზე ნაჩმიასმა დააწინაურა, ხოლო 52-ე წუთზე სავაინეკსმა ანგარიში გაათანაბრა. 69-ე წუთზე „მაკაბი“ წინ სტოჯიჩმა გაიყვანა. რიგელებს ქულის გადარჩენა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-13 წუთზე შეეძლოთ, მაგრამ იკაუნეიკსმა პენალტი ვერ გაიტანა.
„რიგასი“, რომელიც 2 ქულით 36 გუნდში 34-ეა, ევროპა ლიგაში მომდევნო თამაშს 2025 წლის 23 იანვარს შინ ამსტერდამის „აიაქსთან“ ჩაატარებს.
ევროპა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ლაშა თაბაგარი





