„მანჩესტერი“ კვარაცხელიას 8 მილიონს სთავაზობს

0
52

„მანჩესტერ იუნაიტედს“ იტალიის „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა უნდა, რის შესახებ Sportmediaset იუწყება.
მანჩესტერელები მზად არიან საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზონ და წელიწადში 8 მილიონი ევრო გადაუხადონ, ხოლო კიდევ ერთი მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებულია. თავის მხრივ ნეაპოლელებს კვარაცხელიასთან ახალი ხელშეკრულების დადება სურთ და ხელფასად წელიწადში 6 მილიონი ევრო დაუნიშნონ.
თუ ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლისთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, შესაძლოა მომავალი წლის ზაფხულში იტალიურმა კლუბმა დაახლოებით 100 მილიონ ევროდ გაყიდოს.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 15 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. მას იტალიის ჩემპიონატის ლიდერთან ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი