ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურში სახლში პსჟ-სთან 2:4 წაგებულ შეხვედრაში, „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა ლეგენდარული ლიონელ მესის ორი რეკორდი გააუმჯობესა.
განვლილ შეხვედრაში ჰოლანდმა დუბლი შეასრულა და ტურნირის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 60 გოლი გაიტანა. მან ეს 60 შეხვედრაში მოახერხა. მანამდე, რეკორდი მესის ეკუთვნოდა, რომელმაც მეტოქეთა კარი 60-ჯერ 80 თამაშში აიღო.
გარდა ამისა, ჰოლანდი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც 60-გოლიან ნიშნულს მიაღწია. ნორვეგიელმა ასეთი შედეგი 26 წლის და 85 დღის ასაკში აჩვენა – მესის ერთი დღით აჯობა. მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 10 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





