კაშიას „სლოვანის“ საშინაო მარცხი „მილანთან“

0
42

ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც გურამ კაშია გამოდის, ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა. სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონი შინ იტალიის „მილანს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში უქულოდ დარჩა.
სტუმრებიდან ანგარიში 21-ე წუთზე პულიშიჩმა გახსნა, ხოლო სამ წუთში ბარსეგიანმა თანაფარდობა აღადგინა. 68-ე წუთზე „მილანი“ რაფაელ ლეაომ დააწინაურა. 71-ე წუთზე ტემუ აბრაჰამმა იტალიელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. 88-ე წუთზე „სლოვანიდან“ თავი მარცელმა გამოიჩინა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა და ურიგოდ ნამდვილად არ გამოიყურებოდა. ყოველ შემთხვევაში გაშვებულ გოლებში მას ბრალი არ მიუძღვის, „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო თამაშს 11 დეკემბერს სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს. უქულო ბრატისლაველები 36 გუნდში ბოლო ადგილზეა არიან – 4 გოლი გაიტანეს და 18 გაუშვეს.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ლაშა თაბაგარი