ლევან კორღალიძე: „სენტ-ტრიუდენის“ ფავორიტობა მოტივაციას გვმატებს“

0
1

ლევან კორღალიძის თქმით, „სენტ-ტრიუდენის“ ფავორიტობა მის ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას აძლევს. თბილისის „იბერიას“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ კონფერენს ლიგის ფაზის პირველ ტურში ბელგიაში „სენტ-ტრიუდენთან“ დღეს გასამართ სადებიუტო მატჩამდე განაცხადა, რომელსაც ლუქსემბურგელი მცველი ვაჰიდ სელიმოვიჩი დაესწრო.
ლევან კორღალიძე: „ისევე, როგორც „სენტ ტრუიდენი“, ჩვენც კონფერენს ლიგის ფაზის ეტაპზე პირველად ვთამაშობთ. მუდმივად მესმის საუბრები იმაზე, რომ „სენტ ტრუიდენი“ ჩვენს წინააღმდეგ აშკარა ფავორიტია, მაგრამ ეს მხოლოდ მოტივაციას გვაძლევს, რომ აქ კარგად ვითამაშოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
მოედნის ხელოვნური საფარი ჩვენს სათამაშო სტილს ხელს არ შეუშლის. რაც შეეხება ბართიშვილს, უკვე ერთი კვირაა ვარჯიშობს. ვნახოთ, ითამაშებს თუ არა, ის ხვალინდელ შეხვედრაში“.
ვაჰიდ სელიმოვიჩი: „ბელგიურ კლუბებთან რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩამიტარებია, მაგრამ ევროტურნირებზე ოფიციალური შეხვედრა არასდროს მითამაშია. ეს „იბერიასთვის“ უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ევროპას თავი გააცნოს“.
„სენტ-ტრიუდენი“ – „იბერიას“ დაპირისპირება საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
„იბერიას“ კალენდარი კონფერენს ლიგის ფაზაზე ასეთია:
15 ნოემბერი
„სენ-ტრიუდენი“ (ბელგია) – „იბერია“ 23:00
22 ოქტომბერი
„იბერია“ – „მიალბიუ“ (შვედეთი) – 20:45
5 ნოემბერი
„კოპენჰაგენი“ – „იბერია“ 00:00
26 ნოემბერი
„იბერია“ – „ხეტაფე“ 21:45
10 დეკემბერი
„იბერია“ – „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი) 21:45
17 დეკემბერი
„იაბლონეცი“ (ჩეხეთი) – „იბერია“ 00:00
ლაშა თაბაგარი