„ულსანმა“, რომელშიც გიორგი არაბიძე გამოდის, აზიის ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეხუთე თამაში წააგო. მე-5 ტურში სამხრეთ კორეის მოქმედი ჩემპიონი შინ ჩინეთის „შანხაის“ შეხვდა და თავის კარში სამი ბურთი მიიღო, ხოლო მეტოქეს ერთხელ გაუტანა.
სტუმრებიდან ჰეთ-თრიქი არგენტინელმა მატიას ვარგასმა შეასრულა. ქართველი გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო. უქულო „ულსანი“ ჩემპიონთა ლიგის აღმოსავლეთ დივიზიონში 12 გუნდში ბოლო ადგილზეა. ამ ტურნირში არაბიძის გუნდი მომდევნო თამაშს 4 დეკემბერს სტუმრად ჩინეთის „შანხაი შენხუასთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





