ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მადრიდის „რეალის“ გარემარბს ვინისიუს ჟუნიორს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, რაც მინიმალური სასჯელია.
ლა ლიგის მე-8 ტურში შინ გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალთან“ 1:0 მოგებულის შეხვედრის 71-ე წუთზე ვინისიუსი იმიტომ გააძევეს, რომ მეტოქის ფეხბურთელ ნათან სალიბას თმა მოქაჩა. წითელი ბარათის მიღების შემდეგ, ბრაზილიელი ფეხბურთელი მსაჯ ისიდრო დიას დე მერას გადაწყვეტილებას აპროტესტებდა და თანაგუნდელები აკავებდნენ. ამასთანავე არბიტრმა ხაზი გაუსვა, რომ ვერ გაარჩია სიტყვები, რომლებსაც ვინისიუსი ამბობდა.
სალიბას თმაში ხელის წავლებისთვის ბრაზილიელს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, ხოლო კიდევ ორ თამაშს მსაჯთან კამათისთვის გამოტოვებს. სამხრეთ ამერიკელი „რეალს“ ესპანეთის ჩემპიონატში „სევილიასთან“, „ბარსელონასთან“, „რასინგთან“ და „ვალენსიასთან“ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.
ლაშა თაბაგარი





